დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ზოგადი განათლების შეახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რაც მშობლებს ბავშვების სკოლაში 5 წლის ასაკიდან შეყვანის საშუალებას მისცემს.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ აბაშიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას მთავრობის წევრები აუცილებლად უნდა დაესწრონ.
ტელეკომპანია "იმედი" არხის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპკორპუსის დასწრება უზრუნველყოს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2265 ლარი ეღირება, 21 მარტს დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.2230 ლარი იყო.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოსამართლეებისთვის წარდგენას აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი. როგორც მან განაცხადა, გვენეტაძის ამ თანამდებობაზე არჩევა მართლმსაჯულების სისტემაში დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება.
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არაფრის დაგეგმვისა და გამოცხადების მორალური უფლება არ აქვთ და დღეს რომ ისინი იმას ბედავენ, რასაც სჩადიან, არსებული ხელისუფლების ბრალია.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა ირაკლი ალასანიამ ქართველს ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.