პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას წარმატება უსურვა დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში და იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების დროულად მოგვარების იმედი გამოთქვა.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის მიერ დროულად დამტკიცებასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ტყის მასივების ქვემო სვანეთისთვის გადაცემას მოითხოვს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე. აღნიშნული საკითხების შესახებ მან guardian.ge-სთან ისაუბრა.
საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა პარლამენტში პოსტები დატოვეს. ამის შესახებ ოფიცალური განცხადება პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში უკვე გაკეთდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია. მარგველაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას ტელეკომპანია “ინტერის” ეთერში ისაუბრა.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის "დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა. პრემიერი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.
ნოდარ ხადური აზუსტებს, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არ შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულთა არც ხელფასებისა და არც შტატების შემცირებას. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქ, სხვა ხარჯების შემცირებაზე იქნება გათვლები გაკეთებული.
მთავრობა მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარებს ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკისგან სესხის აღებაზე საუბრობს.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ხარჯების 12%-ით შემცირება ადმინისტრაციული ხასიათის იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.