"სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ კომენტირებისას.

სრულად...

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი დოლარის ღირებულება 2.1771 ლარი იქნება.

სრულად...

ეკონომისტ პაატა შეშელიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას ბიძგი მხოლოდ მიმოქცევაში ლარის დიდი ოდენობით გამოშვებამ მისცა. სხვა მიზეზი, რასაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამოწვევა შეეძლო, არ არსებობს.

სრულად...

ლარის გაუფასურების საკითხზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ექსპერტი, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ "დოქტრინას" დირექტორი მიხეილ დუნდუა. იგი სამ მთავარ ფაქტორს გამოყოფს, რამაც მისი აზრით გამოიწვია ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში.

სრულად...

კახეთის გუბერნატორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეისათვის ჩანიშნულ პროცესზე პროკურორის გამოუცხადებლობა საკუთარ თავზე ხელბორკილების დადებით გააპროტესტა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა სწორედ ამ საკითხებს მიეღძვნა.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უმრავლესობისთვის შეთავაზებული 36-პუნქტიანი გეგმა და დებატები პარლამენტში, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს და ეს მხოლოდ დროის დაკარგვა შეიძლება იყოს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ეწვევა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მთავრობის ეკონომიკური გუნდის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ „რესპუბლიკელები“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი