"იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა!
ინგლისურენოვანი გაზეთი FINANCIAL-ი აქვეყნებს ინტერვიუს სქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან აზიმ სადიკოვთან. ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკა და ლარის კურსია.
"ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ამ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელთა ყველა კომპონენტი ემსახურება იმას, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამოსწორდეს.", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა", - ამის შეხახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბიაშვილმა აჭარაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენს მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის, რომ წარმატებით ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში", სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის "დანერგე მომავლის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისმა შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნეს.
მეორე დღეა რაც საშინელი ყინვებია ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ვაშინგტონში, პიტსბურგსა და ბალტიმორში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა-40 C გრადუსამდე დაეცა. ტენესის შტატში ყინვებს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა.
"უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და ასე შემდეგ და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად იმ დოგმატურ პოზიციებს მიუახლოვოს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ", - ეს მიმართვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო გააკეთა.
"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემს პირად ცხოვრებაზე. იმის მერე, სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი". - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. ალასანია აცხადებს, რომ ივანიშვილი საქართველოს წარსულში "ქაჩავს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.