საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
რუისი–აგარის 19 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უკვე აშენდა 3 ხიდი და 4 გზაგამტარი, 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა გასასვლელი. ამ ეტაპზე გზის მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქვაყრილების მოწყობა მიმდინარეობს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი მიწის მფლობელობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკაში უცხოელებს მიწის მფლობელობა აეკრძალებათ, ადგილობრივ მოსახლეობას კი თავიანთი ფერმების გასავითარებლად მიწის ოდენობის მხრივ შეზღუდვები დაუწესდებათ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან არაფერი პირადული არ ამოძრავებდა და ალასანიას მხრიდან გაეთებული განცხადება, რომ მას ივანიშვილი კონკურენტად აღიქვამდა, მასში მხოლოდ იუმორის გრძნობას აღძრავს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო, ძირითადად კი რუსეთისა და უკრაინის მოვლენებით, ასევე ექსპორტის შემცირებით და არა მთავრობის შეცდომებით იყო განპირობებული. აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ინფორმაციას პოლიციის დისკრედიტაციად აფასებს და აცხადებს, რომ გადაცემაში მოყვანილი ე.წ. "ფაქტები", ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის "გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს".
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის რჩევები შეიძლება უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პოროშენკოს "საკადრო" გადაწყვეტილება, – საქართველოში ძებნაში გამოცხადებული ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ, მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი ხელისუფლება არაფრად აგდებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უაღრესად უარყოფით დამოკიდებულებას სააკაშვილის პიროვნების მიმართ!
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ინტერპოლს მოუწოდებენ, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.