საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორ როი ბლანტს შეხვდა.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავება მაშინ, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღე რჩება, ხელისუფლების მხრიდან უკვე არაკომპეტენტურობაც აღარ არის.
ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გიგი უგულავას მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისაგან" განსხვავებით კადრებს პოლიტიკური შეხედულებებითა და ნათესავური კავშირებით არ არჩევს.
თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შეფასებით, მისი ადვოკატის გოგა ონიანის დაკავება პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელებაა. ამის შესახებ ახალაია სოციალურ ქსელში წერს და მოქმედ ხელისუფლებას უუნაროს უწოდებს.
"რუსთავი 2" და რევოლუცია. რა დაპირისპირება არსებობს არხზე და რამდენად ჩაერთვება "რუსთავი 2" პოლიტიკურ პროცესებში მხარედ, ისევე როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" დროს გააკეთა.
დიახ, კიევის მაიდანზე დაღუპული ათეულობით ადამიანის სიცოცხლე (მარადიული ხსოვნა მათ) არ ღირს იმად, რომ მათ დაღვრილ სისხლზე, ახალგამოჩეკილმა თუ ყავლგასულმა პოლიტიკოსებმა, წინა კორუმპირებული ხელისუფლების სახელმწიფო თანამდებობები გადაინაწილონ!
თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი, გ.ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკის დასკვნით სრულიად ჯანმრთელია.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, 2014 წლის თებერვალში ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, პოლიტიკურ დევნას ემსახურება და ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
გიორგი ონიანის შემდეგ, შესაძლოა, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატი – რომეო საჯაია დააკავოს
ყოფილი პოლიციელისა და ადვოკატის, გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებს იმ ადამიანებთან აქვთ კითხვები, ვისაც ეგონა, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.