ფეისბუკმა შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp -ი 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს სოციალური ქსელის დღემდე ყველაზე დიდი შენაძენია.
"კიევში ამჟამად მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ უკრაინის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვლადიმი ზამანა დაითხოვა. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდით გავრცელდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 თებერვალს ვიზიტად შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
თავდაცვის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ირმა ნადირაშვილს, ირაკლი ალასანიას 2013 წლის მარტის თვის ხელფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მინისტრმა ხელფასისა და პრემიის სახით ერთ თვეშო 20 090 ლარი აიღო, განცხადებით პასუხობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხარეო მთავარ სამმართველოებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურად დაადასტურეს.
რომან ბოლქვაძე სახლში აღმოჩენილი ფსიქოტროპული საშუალებების გამო დააკავეს, თუმცა მან სამართალდამცავებს რეცეპტი წარუდგინა, რის საფუძველზეც მისი გათავისუფლება მოხდა.
ბოლქვაძე ბათუმის უნივერსიტეტში თვითშემოქმედების საღამოს უნდა დასწრებოდა, თუმცა ის უნივერსიტეტის ეზოდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "ფეისუბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის მარტში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური ბლოკი იქმნება. სამი პოლიტიკური სუბიექტი აკაკი ასათიანის "ტრადიციონალისტთა კავშირი", სერგო ჯავახაძის "სამართლიანი საქართველოსთვის"და სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა" საარჩევნო ბლოკს ქმნიან
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.