კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2021 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1233 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
იწყება საქართველოს პრემიერ-მინიტრის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1 ივნისს სახელმწიფო ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.
81 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი.
31 მაისს, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს წერილით, რომელშიც ისინი ევროკავშირს სთხოვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.
საჰაერო თავდაცვის 26 წლის იუბილე ალექსეევკას შერეული ესკადრილიის ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. პროფესიული დღე საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მათ სიტყვით მიმართვისას საჰაერო თავდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, ბიზნესში არის ძალიან პოზიტიური განწყობები, ძალიან პოზიტიური მოლოდინები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.