განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში ახალი - სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება იწყება. ამ მიზნით საქართველოს პირველად ეწვია დელეგაცია, რომელსაც მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი - ევროპული სამედიცინო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი სტეფან კოვიტცი ხელმძღვანელობს.
ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მომდევნო 1 წლის განმავლობაში თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირდება.ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.