ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები თუ სოფლები, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

„ახლა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში, ამსტერდამს ვუახლოვდებით და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტრო სადგურები. როცა ნამახვანი და ჰიდოჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს, ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა და თქვა, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები.

სრულად...

„გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს რიგითი მოქალაქეების ყოვედღიურ პრობლემებზე ზრუნვა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.

სრულად...

„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ“, განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.

სრულად...

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი ნიკოლოზ კუსიანი 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ კუსიანმა, ბიცეპსზე წონის აწევაში (strict curl) იასპარეზა და გაიმარჯვა. ჩემპიონატიდან თავდაცვის ძალების ჯარისკაცთან ერთად ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. 

სრულად...

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი