საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გაცხადებული პოზიციაა და როგორც კობახიძე ამბობს, მთავრობის შიგნით ფუნქციების სწორად დალაგებასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება.
„უამრავი ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიზანი არის პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, მისი ფუნქციური გაძლიერება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამი კვირის შემდეგ იქნება თუ არა მამუკა ბახტაძის კაბინეტში, გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, თუმცა, არ იცის რა შემადგენლობით წარსდგება პრემიერ მინისტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
„დაახლოებით სამ კვირაში წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ახლადარჩეულმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან მის გარდამავალი პერიოდის შემდგომ გუნდთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და კითხვის - დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იქნებიან თუ არა ახალი სახეები? - საპასუხოდ მხოლოდ ის თქვა, რომ მის მომავალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან, მაგრამ არაფერი უთქვამს კონკრეტულად თეა წულუკიანზე, განაცხადა რა, რომ „არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, დავასახელო კანდიდატები“.
„ჩვენს ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას იმ კითხვას გამოეხამურა, რომელიც შპს „საქართველოს რკინიგზაში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესვლას ეხებოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას კენჭი უყარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.