საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება, პრეზიდენტმა სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა, არასერიოზულია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შესაძლოა, „უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია ან სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“ ედოს საფუძვლად, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ, 2 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც გიორგი აბაშიშვილი ამბობს, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რადგან მათ „ასე ესმით დემოკრატია".
2020 წლის ბოლოს არავის არ ემახსოვრება, რას ამბობდა გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, 2020 წლის ბოლოს, ქართველ ხალხს ეცოდინება, რომ ქვეყანას აქვს ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია“, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას.
მივესალმებით ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„რომ გადაავლოთ თვალი განვითარებულ ქვეყნებს, ყველასთან გვექნება, დაახლოებით, ასმაგი სხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და კონკრეტული ბერკეტი, შეწყალების უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას იუსტიციის მინისტრი აფასებს. როგორც თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მოისმინა გამოსვლა სახელმწიფო საქმეში ჩაუხედავი ადმაიანის, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ დებატების მისთვის სასურველი ფორმით შეცვლაზე უარი უთხრა, ქუთაისის პარლამენტის სასახლე დატოვა და თბილისისკენ გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.