„საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის, კანონის ძალის მქონე აქტის დარღვევას, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც კონსტიტუციური ორგანოს თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისთვის“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.
მე მინდოდა, რომ მქონოდა ინტენსიური დისკუსია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა მისი მოთხოვნა დებატების ფორმატის შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ მის ხუშტურებზე იაროს პარლამენტმა, საზოგადოებამაც და ვერ გამოვიდნენ ამ მოჯადოებული წრიდან, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თამჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
პრეზიდენტის მიერ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დღეს მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დებატებში ჩართვა მოითხოვა, რაზე უარის პასუხის მიღების შემდეგაც, პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
ახლა თავისუფლად შეგიძლიათ კმაყოფილმა დაამთავროთ თქვენი საპრეზიდენტო ვადა, წახვიდეთ პენსიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს წინა მოღვაწეობას, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან უფრო მეტს მოელოდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები, მათ შორის „თავისი ცოლის ძმა“ შეიწყალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.