საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ტომას გრემინგერის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველო უერთდება გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას, - დოკუმენტს ქართული მხარე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეუერთდა.
„დოკუმენტი, მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში მიიღება“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ბავშვების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მიუღებელი, მით უმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით ფოტოს გადაღების ფაქტს.
აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების „ქართული ოცნების" დროშებით გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განათლების მიმართეულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მისივე თქმით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა \და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვინიცში გამართული მიტინგისას განაცხადა, რომ მას არ აქვს სურვლი მოახდინოს ახალი რევოლუციის ორგანიზება.
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტად თურქმენეთში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტისას კობახიძე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.