საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს შეხვდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც, მან აღნიშნა, რომ პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის ბრალდებებს მცირე კომენტარით პასუხობს და მათ აბსურდულს უწოდებს. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ანდრიაძის ბრალდებებს უპასუხა და ის პროცედურები განმარტა, თუ როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო სია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 28 საარჩევნო სუბიექტიდან 7-მა შეიტანა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში რესპუბლიკის ჩართვას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ე.წ. საგარეო უწყების მიერ სპეციალური განცხადება გავრცელდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებაში ორგანიზაციის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო მონაწილეობდა. სხდომა სუამი-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის 10-წლისთავის გათვალისწინებით საიუბილეო ხასიათს ატარებდა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დონ პრამუდვინაიმ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზოევს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.