საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებას არ აპირებს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ვიზიტად სტრასბურგში იმყოფება.
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს შაბათს, 1-ელ ივლისს წარადგენს. განცხადება ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ უდავოა იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი თვალსაზრისით, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მეტეხის ტაძრის ეზოში გააკეთა.
ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება. ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. პარტია დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატსაც დაასახელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.