ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღეს არასამათვრობო სექტორს შეხვდა. როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის.
მე არ ვარ საკონსტიტუციო კომისიის წევრი და არ ვიცი, საქართველოს მთავრობამ რა კომპრომისს მიაღწია, როგორც თქვენ ამას მეუბნებით. ვაღიარებ, რომ მათ ბევრი გააკეთეს, მათ შეთავაზეს რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, აღნიშნული განცხადება ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჟუნრლისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი „აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა საქართველოს მიმართ“.
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისში ბაზირებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე.
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეენციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. ბუკიკიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გააზრებისა და ჩიხური მდგომარეობის თავიდან აცილების რჩევით მიმართა.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.