საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კონსტიტუციური მონარქიის იდეას ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020, არამედ 2024 წლისთვის მოხდეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვებისას გამოიკვეთება, თუ როდის მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
„ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას“, ასე შეაჯამა ვენეციაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ფორმატს დათანხმდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გუშინ, საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რაც უწმინდესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლუქსემბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობს.
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის პასუხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.