საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ „დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც“.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ, რომლებიც პრეზიდენტისაგან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' ორგანულ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვენ.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად მთაწმინდის პარკში წარადგინა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 2017 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება. ივანიშვილი სავარაუდოდ, არც კახა კალაძის თბილისის მერის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრება.
უცნობია, დაესწრება თუ არა კახა კალაძის თბილისის მერობის ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას ყოფილი პრემიერ მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას პარტიისთვის „მხოლოდ პოზიტიური“ შედეგების მომტანად მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით შაბათს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, სადაც თბილისის მერის კანდიდატის დამტკიცება მოხდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, მიხეილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება.
პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.