საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის.
საქართველოს კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვის შესახებ დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, საქართველოს პარლამენტმა პარასკევს, მე-3 მოსმენით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის პროექტი, რითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არ შეეძლებათ ქართული მიწების ყიდვა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის „გატაცება თბილისის ცენტრში, ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ-კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით“ დაგეგმეს, რამაც მისი თქმით, საფრთხის წინაშე დააყენა „საქართველოს ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ნორმალური განხორციელება“.
პარლამენტი მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის, „შენების მოძრაობის“ ჩამოყალიბების შესახებ განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ მათი მოძრაობა იქნება „მტკიცე თავის გეგმაში“.
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის, „შენების მოძრაობის“ ჩამოყალიბებაზე გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანების, რომლის მთავარი ცნობადი პოლიტიკური სახეები, კახა შარტავა და ვახტანგ ხმალაძე იქნებიან, უმთავრესი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლა იქნება.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ვენეციაში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო სისტემის ნაწილის არსებული ვერსია „სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას“.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებს, რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.