მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი საქმიანობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის, „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა და NDI-ის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით, მათი მოვალეობაა „ჯარის მეთოდური განადგურების და დეგრადაციის შესახებ“ მათ ხელთ არსებული „რეალური ინფორმაცია“ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს აცნობოს“.
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართული შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება და „ეს მალე ვერ მოხდება“, რადგან აღნიშნული, „პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია და საჭიროა ინსტრუმენტები“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ განცხადებას აკეთებს და გიორგი კვირიკაშვილს და კახა კალაძეს „კეკლუცობის“ ნაცვლად „პოლიტიკური ნების“ გამოჩენას ურჩევს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ „ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დიდი ხნით გაისტუმროს ციხეში“.
საქართველოს პარლამენტის წევრი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო მაჟორიტარული ოლქიდან, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას „ერთ-ერთ ყველაზე დაუხვეწავს“ უწოდებს და ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის შექმნის უმთავრესი მიზანია „დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.