საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ეხმაურება.
„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„პრემიერ მინისტრს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტარტეგიული ინტერესები, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო მინიჭებულ კომპეტენციებს რეალურად ვერ ახორციელებს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანის ზაალ უდუმაშვილის მიერ თბილისის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან შესაძლო კენჭისყრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
საქართველოს ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება, რაც მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.