საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს აფასებს.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. როგორ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენების დროს, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა და მიყენებული ზარალის პრევენცია.
საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულეს.
პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას და პირველი ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდას პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ პოლონეთის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი და ალიანსში აქვს ძლიერი ქვეყნის პრინციპული ხმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.