პოლიტიკა

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არის თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირება, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ამ ჟესტს დღეს ხედავენ, როგორც საქართველოს მოკავშირეები, ასევე საქართველოს არამეგობარი ქვეყნები.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ სამმხრივი შეხვედრა გამართეს. 

სრულად...

საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის, აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

სრულად...

მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხი დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

სრულად...

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში ასამბლეა ხაზს უსვამს რა იმ ფაქტს, რომ „ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად“, მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:

სრულად...

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად შიდა ქართლში მდებარე სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა.

სრულად...

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას უპასუხა. ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.

სრულად...

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, მისი პრეზიდენტის, პაოლო ალის ხელმძღვანელობით შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი