ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული დღესასწაული მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთელ საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
დიახ, მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ისეთი მასშტაბის ფორუმის საქართველოში გამართვა, როგორიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაა!.. მაგრამ, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან თუ კვლავაც ასე ცალმხრივად, „სააკაშვილის სტილში“ გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგია, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი მოკლე მისალოც განცხადებაში აქცენტს მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიმნის და დროშის შეცვლაზე აკეთებს.
„ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ შოთა რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 300-მდე წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.
ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს - ვულოცავ მთელ საქართველოს, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფელბის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.