„ხვალიდან თბილისში იწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებების, რაც ნატოს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ დაესწრო.
სახალხო დამცველის სამსახურს ხელფასს ვუხდით, რომ აღმოაჩინოს და წარმოგვიდგინოს პრობლემები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა, რომელიც „რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღვანდელ სხდომაზე გააკეთა.
26-29 მაისს საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. პრემიერ მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება.
ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.