საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, კონსტიტუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გერმანელი დიპლომატის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას.
ვარშავაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი კობახიძე და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ მიიღო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.