ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრემიერ მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.
ჩვენ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ჩავატარეთ, მოგვეცა საშუალება, გვესაუბრა ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებებზე, განგვეხილა დარგობრივი სამინისტროებს შორის აქტუალური საკითხები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამართულ შეხვედრას, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რუსეთის პრემიერ მინისტრთან, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა არ გამართულა.
„არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი.
„პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერლინში, კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პრკონფერენციის მეორე დღე ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობას დაეთმობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.