საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას იწონებს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს კიდევ უფრო შეზღუდავს.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში შეხვედრა გამართა. მინისტრი კაბინეტის უფროსს, იზილ გაშეს შეხვდა.
ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ვიზიტისას კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
„მივესალმები პრემიერ მინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედია სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტად სტრასბურგში იმყოფება. საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძე შეხვედრებს ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამართავს.
ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა ხმის, მათ შორის, მთავრობისადმი კრიტიკული ხმების წვდომა უზრუნველყოფილი იყოს. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხისადმი, რომ ხალხმა გაიგოს ეს კრიტიკა. ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" უახლესი გამოწვევების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.