აშშ-ს სენატის ასიგნებების კომიტეტის ფარგლებში გაიმართა მოსმენა თემაზე: „რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ“, რომლის ფარგლებშიც მოხსენება გააკეთა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია, რომელსაც ხელი პირველ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს კოძიასმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გააკეთა.
„რუსთავი 2“-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო, აღნიშნული განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა.
„ეს პროექტი გვეხმარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც არის ჩვენი ეკონომიკური რეფომების განხორციელება და ასევე განსაკუთებით აღვნიშნავ, რომ ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლირებაში, რაც არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების კუთხით“.
საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.