ევროპარლამენტარი ვიკი მაიერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ფართო მსჯელობა უნდა შედგეს. ამის მიზეზად ევროპარლამენტში დებატებისას სიტყვის გამოსვლისას მან, ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელა.
„საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს და სთავაზობს ვიზა-ლიბერალიზაციას თავის მოქალაქეებს,“ - განაცხადა ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს.
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა რამდენიმე წუთის წინათ დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე კენჭისყრის პროცესს ეხმაურება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა.
დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადასახადებთან დაკავშირებით დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება.
ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს უჭერს. მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, საიედ კამალმა დაუდასტურა.
ხვალ ევროპარლამენტი ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს, - აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.