საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის თაობაზე გამოხატული მოსაზრების საპასუხოდ ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ" ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, აღნიშნული ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, გიორგი მარგველაშვილმა სავარაუდოა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს.
მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად, - ასე მიმართა ლევან იზორიამ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელს, სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელიც დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სენატორებთან ერთად იმყოფებოდა.
შესანიშნავი ვიზიტია. ჩვენ ახლა გვქონდა კარგი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ყოველთვის მომწონს კარგი პოლიტიკური გარემო, სადაც ძლიერი ოპოზიციაა, მედია თავისუფალია და დაცული, - ჯონ მაკკეინი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სამყარო უფრო საშიში გახადა, - განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სადაც მას თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატორების დელეგაცია დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია.
ვლადიმერ პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია და ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და გახდება სრულიად დამოუკიდებელი, - აღნიშნული განცხადება საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმაა, ჯონ მაკკეინმა "კრწანისის" საწვრთნელ ბაზაზე გააკეთა, სადაც მას თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
გამოვთქვით ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ამ ქვეყნის იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში თავისუფლებას იცავენ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში სამუშაო ვიზატად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელ სენატორებს - ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრეემს და ემი კლობუჩერს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.