„საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თბილისის ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას.
თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეემი და ემი კლობუჩერი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრეემს და სენატორ ემი კლოუბერს შეხვდა.
საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული ამერიკელი სენატორების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც გავლენიანი „რესპუბლიკელი“ სენატორი არიზონას შტატიდან, ჯონ მაკკეინი იმყოფება, ცოტა ხნის წინათ სოფელ ხურვალეთს სტუმრობდა, სადაც მან რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა.
საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა შემადგენლობაში იმყოფება გავლენიანი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი. სტუმრებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
ვფიქრობ, რომ ის მოდელი და სტრუქტურა, რომელიც შეირჩა საკონსტიტუციო კომისიისთვის არის აბსოლუტურად სწორი, გამომდინარე იმ სიმძიმის ცენტრიდან, რომელიც ამ პროცესს ბუნებრივად აქვს და ეს არის პარლამენტი, სადაც კანონშემოქმედება მიმდინაროებს, საიდანაც ხდება საკანონდებლო ინიციატივების წარმოშობა და შემდეგ მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია, რადგან მისივე შეფასებით, საქართველოში "პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმდევართა თანაფარდობა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, პირდაპირი ანომალიაა".
ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავდივართ დანაშაულს, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე - ჩვენ ყოველწლიურად ჩართული გვაქვს ქარხანა, დანაშაულებრივი ქარხანა უმუშევარი ადამიანების წარმოების, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.
წუთი არ გავა რომ არ ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ შემცირება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს 2016 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.