პოლიტიკა

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის, რუვენ რივლინისა და პირველი ლედის, ნეჩამა რივლინის ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, „გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია - „ნაციონალური მოძრაობა”, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია".

სრულად...

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომა დღეს აღარ გაიმართება. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს აღარ მოხდება.

სრულად...

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი პირველ ლედისთან ერთად ეწვია.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი  მარგველაშვილი იერუსალიმში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

სრულად...

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება და პარტიის აღმასრულებელი მდივნის მიერ ცესკო-სთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან გარკვეული პირების ამოღების მოთხოვნის მიმართვის შემდეგ, პოლიტიკური ბრძოლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს, სადაც დღის წესრიგში ნიკა მელიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დგება.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ჯერ კიდევ მოქმედი აღმასარულებელი მდივნის“ მიერ ცესკო-ში შეტანილი მოთხოვნა - მისი თანამებრძოლების ნაწილის საპარლამენტო სიიდან ამოღების თაობაზე - „ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას“.

სრულად...

აქ არიან ჩემი შვილები, აქ არიან ჩემი მეგობრები და მესამე რაც მე გამაჩნდა ეს პარტია იყო, რომელშიც მე ამდენი ხანი ვიყავი. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. და ჩემთვის ძალიან გულსატკენია ყველაფერი ის, რაც ხდება, რასაც ვუყურებ, რასაც ვაკვირდები, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში გააკეთა. 

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას შესახებ სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას [ბიძინა ივანიშვილს] სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი