საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტს უწოდებს.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ქალაქ მინსკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის, რუვენ რივლინის და ნეჩამა რივლინის პატივსაცემად, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა. განსახორციელებლ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები დეპუტატებს კამპანია „ეს შენ გეხებას" წევრებმა გააცნეს.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა, განსაკუთრებით თქვენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს ფრაქციაში ერთ მხარეს ნიკა მელიას და მეორეს მხარეს მდგომ აკაკი ბობოხიძეს და სერგო რატიანს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მომრიგებლის როლს თამაშობდა, აცხადებს, რომ „მოვარდნებით და შეურაცხყოფებით“ მოსაუბრე ნიკა მელია მათი გუნდის ლიდერად ვერ წარმოუდგენია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.