საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამუშაო ვიზიტად აშხაბადს ეწვია, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
„რუსეთთან განვაგრძობთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ვახორციელებთ დღემდე, რომელიც მიმართულია ესკალაციის შემცირებისკენ, თუმცა ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით რამენაირი კომპრომისის ხარჯზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც უმცირესობამ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინა.
ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ გვექნება უფრო მაღალი ზრდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებს უსმენდა.
პარლამენტში უმრავლესობა მინისტრობის კანდიდატებს ხვდება. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსმენა დახურულ რეჟიმში გაიმართებოდა, თუმცა შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობს.
აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი, - ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას შეკითხვას.
გულახდილად მაინტერესებს, ბ-ნო გიორგი, ეს გუნდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი თქვენი დაკომპლექტებულია?, - აღნიშნული კითხვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში, სადაც უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს უსმენდა.
მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დღევანდელი გამოსვლისას ვთქვი, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს - სამაჩაბლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიქტორ დოლიძის განცხადება, რომ „კაბელების საქმეზე“ პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, შორს არის სიმართლისგან.
მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტში ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრები უსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.