პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან განცხადება გაავრცელა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პრემიერ მინისტრად დამტკიცებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და ახსნა, თუ რატომ არ აირჩია „ქართველმა ხალხმა“ ისინი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა "უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია".
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, ნდობა გამოუცხადა. პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის მთავრობის დამტკიცებას 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 კი წინააღმდეგი გამოვიდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში ჯოჯოხეთი მოიწყო და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე", - აღნიშნული განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
თურქმენეთში მიმდინარე გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბან კი-მუნს შეხვდა.
ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ბ-ნო გიორგი, თქვენ ძალიან გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ. ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ და თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა?", - ასე მიმართა "ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" დეპუტატმა, ნიკა მელიამ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი კითხვის დასმის სტილი "არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.