მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტში ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრები უსმენენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუკანს შეხვდა.
„მე მინდოდა ჩემი თვალით მენახა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარება, - განაცხადა ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების უწყების სამომავლო გეგმებსა და უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა.
მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ელენე ხოშტარიას.
"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.
მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის, - განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ალან დუნკანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.