საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში გაერო-ს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თურქმენ კოლეგასთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის, რომ უზენაეს სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა, "აბსოლუტური სიცრუეა".
"ხელისუფლებას ვერდიქტი დაუსვა ლარმა, ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა - ეს არის მათთვის განაჩენი", - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა, აშხაბადში გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, უზენაეს სასამართლოზე თეა წულუკიანის, შალვა თადუმაძის, ოთარ ფარცხალაძისა და ნინო გვენეტაძის მონაწილეობით, ზეწოლა მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის დედაქალაქში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის მთავარი რეფორმები ამბულატორიული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწვდომადობის გაზრდისკენ იქნება მიმართული.
„ჩვენი რეგიონების ოკუპაციის თემა და კონფლიქტი რუსეთთან, აქტიურად დგას დღის წესრიგში როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან და ზუსტად აშშ-ის და ევროკავშირის ძალიან მტკიცე მხარდაჭერით საერთაშორისო ფორმატებში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და უმცირესობის შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.