პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავის #67 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების კონცენტრაცია შეინიშნება.

სრულად...

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალციხე-ადიგენის ოლქში მანქანით გადაადგილდებიან გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინათ ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა.

სრულად...

საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 47 საჩივარი შევიდა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე. 

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა  25.3%-ს შეადგენს.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში, გორსა და რუსთავში თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ხდება ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზაცია, რაც არის მტკნარი სიცრუე, - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კრწანისის მე-7ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

სრულად...

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს. როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენები იკრიბებიან. 

სრულად...

ერთმნიშვნელოვნად ვმიჯნავ ჩემი და ,,თავისუფალი დემოკრატების" პოზიციისგან, რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ წამოწყებულ ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერის  კამპანიას, - აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა.

სრულად...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია 14:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი