ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ ოლქში 37.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929 265 ამომრჩეველია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მისული მარკირებული ამომრჩევლები სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლები იყვნენ.
საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნული განცხადება საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
საქართველოში არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, აჰმედ იმამყულიევს ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული.
”ნაციონალური მოძრაობა” შეგუებულია წაგებას და ახლა ცდილობს ჭორების აგორებით მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია, - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა.
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 87 საჩივარი, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.