სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტი ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.
მითხრა რომ ვარ "მეცოცხე" და პირველი დამარტყა კობა ბერიანიძემ, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული მომავლისთვის" წევრი ალბერტ მერებაშვილი გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია, - განუცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კარგი არჩევანი გავაკეთე, - აღნიშნული განცხადება საარჩევნო უბანზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე მთაწმინდის მე-6-ე უბანზე უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე მისულმა მარგველაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4.65%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.