პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
მახსოვს, როგორ ვგეგმავდით თურქეთში ვიზიტს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ პრობლემური იყო და ჩვენ გვირჩიეს ვიზიტის გადატანა. მე გადავწყვიტე, რომ ორ პილოტთან ერთად გავფრინდებოდი თურქეთში, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მეზობელ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "კრწანისის" სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აქტიური პოლიტიკიდან მიდის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და მხარდამჭერად რჩება.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, 26-27 ოქტომბერს გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები მინისტერიალზე არ იყვნენ მიწვეული.
"ქართული ოცნება" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროვოკაციის მოწყობაზე საუბრობს. პარტია აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა არჩევნებში მარცხზე, - აღნიშნულია განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.