ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხ დებას ავრცელებს.
არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია - სააკაშვილი მხოლოდ ამ მიმართულებით მოძრაობს, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთ
საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილადაა ცნობილი დმანისის მე-8 და მე-14, დიდუბის 14 და 26-ე და მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნებში, ხოლო მარნეულის 34-ე საარჩევნო უბანში პროპორციული შედეგების ოქმი გაბათილდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 702-ივე საარჩევნო უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პროპორციული სისტემით ჩატარებულ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს, მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოჰყვება, მესამე ადგილზეა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მოსახლეობას არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარებას ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ახალციხისა და ადიგენის #44 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროის მონაცემებით (10 ოქტომბერი, 20:30 საათი) სულ არსებული 53 საარჩევნო უბნიდან 53 უბნის შედეგები დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროის მონაცემებით (10 ოქტომბერი, 20:10 საათი) სულ არსებული 49 საარჩევნო უბნიდან ყველა უბნის შედეგები დათვლილია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, იმ სიტუაციაში, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებაა.
ზესტაფონის #52 მაჟორიტარულ ოლქში ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა, შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43.94% მიღო.
ყოფილი ხელისუფლების დროს შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხების მიზეზებზე საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.