როცა ხელისუფლებაში მოვედი, მე მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება, მაგრამ ვერ გავბედე, კვირიკაშვილმა გაბედა ეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საუბედუროდ, არც „რესპუბლიკური პარტია“ და არც „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არის.
ბიძინა ივანიშვილს იმერეთში პაატა ბურჭულაძის მოძრაობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა. ერთ–ერთი გამოცემის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, – ლევან ბერძენიშვილის თქმით, ამ ადამიანების გაერთიანება (პაატა ბურჭულაძე და მასში შემავალი ბლოკი) ვერ მოხდებოდა, რომ არა ერთი კონკრეტული ადამიანი და ამ ადამიანად მან მოგიხსენიათ თქვენ და ასევე აღნიშნა ის, რომ "გიჩის" ერთ–ერთი დამფინანსებელი ბრძანდებით თქვენ, რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით, რომ გვითხრათ? – ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა:
დიდი ხანია რუსეთში ყველაფერი გავყიდე, რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, აქ ბიზნესი არ მაქვს. მაგრამ ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე სხვადასხვა პარტიებთან კონსულტაციიის გამართვა მოუწიოს.
„აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს „მრეწველებს“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში მედიასთან შეხვედრაზე.
ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" გარდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე საუბრისას რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას იმერეთში განაცხადა, რომ თუკი მას ამგვარი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მაშინ მისი პირველი არჩევანი "თავისუფალი დემოკრატები" და არა "რესპუბლიკელები" იქნებოდა.
„დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში მედიასთან შეხვედრაზე.
ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პერპსპექტივაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მისი პარლამენტში შესვლის "შანსები არის დაბალი", ხოლო ""უბლოკო სტატუსი, მე გონი რომ ცოტა ბლეფია".
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ) საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.