”ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვგეგმავთ შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობის გაზრდას", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ლეიბორისტულმა პარტიამ" იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამომრჩეველს კანდიდატები პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააცნო.
საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ "ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე თუ მას პარლამენტი აირჩევს, ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე".
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ხათუნა ლაგაზიძის მიერ მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების მიზეზის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი დღეს თავის ქართველ კოლეგას შეხვდება, რის შემდეგაც მინისტრები გმირთა მოედანზე, მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
20 წელი შეუსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია , რადგან ახალგაზრდა, მყიფე დემოკრატიისთვის საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი დაარსების დღიდან, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.
ვიდრე სანდრა რულოვსის პირით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები“ და ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შეცდომები და აგრესია, რომელიც გარკვეულწილად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა, გარდამავალი პროცესის ბრალია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.