სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურში მისადმი მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტის „სოციალური სახლის“ დაფინანსება.
დეპუტატი თამაზ მეჭიაური საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და მეზობელ სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ თამაზ მეჭიაურის იმ განცახდების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ბევრ კანდიდატს რუსეთში ბიზნესი აქვს „გახურებული“, განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა თამაზ მეჭიაურს დაესახელბინა, თუ ვის გულისხმობს იგი ამ კანდიდატებში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ხვდება. სავარაუდოდ საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება.
აუდიტის სამსახური დღეიდან პარტიების ცალკეულ შემომწირველებს, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, გამოკითხვაზე იბარებს.
დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებზე კომენტირებისას ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი აღარ აფინანსებს და აქედან გამომდინარე პარტია „ფულიან მაჟორიტარებს“ ეძებს. მან ასევე თქვა, რომ მაჟორიტარობის ზოგიერთი კანდიდატი „მისნაირი ტიპაჟია“, პოსტსაბჭოთა სახეები არიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 23 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაშავდა.
„მე მინდა გთხოვოთ თანადგომა, მე მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე იქნება შედეგზე დამოკიდებული“, -განაცხადა აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც მარტვილისა და აბაშის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.
საქართველოს მთავრობა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, 2016 წლის 23 ივლისს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გმობს.
პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.