საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მორიგ შეხვედრას პრაღაში 27 ივნისს გამართავენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენლის და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი ფინანსები "გადამწყვეტი ვერ იქნება."
მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციული გარიგებების წარმოებაში ადანაშაულებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ესტონეთთან ერთად, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.
"ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მარია კალიურანდისთან შეხვედრის შემდეგ.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, საქმე უნდა აღიძრას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში წარმოადგენენ. შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს გამოსცა.
პარტია „მრეწველების“ ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.