ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე მთავარი პროკურატური მიერ გამოძიების დაწყებას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭრისათვის, საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში კონრადო პაპალარდო სალდივარი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოსკოვს ნატო-რუსეთის სადამფუძნებლო აქტის დარღვევაში ადანაშაულებს.
„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტის, ჯოზეფ დოულის განცხადებით, EPP საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტის გამოძიების გარეშე პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს აზრი არ აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, მარია გაბრიელი საქართველოს რეკომენდაციას უწევს, რომ მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭიროს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება.
"როგორ გგონიათ ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ იფიქროს მერაბიშვილზე გამოძიება დაიწყება თუ არა?!", - ნოდარ ჯავახიშვილი.
გადავდგით პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სოფლის გადარჩენისთვის, სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებისთვის და სტიმულირებისთვის. ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.