უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე; ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობას არ ადასტურებს.შესაბამისად, მისი თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბარი უხერხულია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც ერთი სიტყვა არ არის გამოყენებული, რომელიც რაიმე ფორმით ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობას დაასაბუთებს და არც იმაზეა საუბარი, რომ მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს. პარტიის ოფისში იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბაქრაძემ სტუდენტებისა და მოხალისეების წინაშე წარადგინა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის გადადების მიზეზი კრიმინალის პრობლემა არ ყოფილა.
ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ არც მარგველაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს პატიმრების შეწყალების დროს პირადი შეხედულებებით არასოდეს უხელმძღვანელიათ და არც ახლა, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში აპირებენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, თუმცა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან საკითხი ამ ეტაპზე არ განხილულა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი 15-16 ივნისს ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
"საქართველოს მთავრობას რომ მისცე უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გააუქმებდა", - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.